“მეომრები”
ეძღვნება საქართველოს ქალებს.
საუკუნეების განმავლობაში, ქალები საქართველოში თავისუფლების სადარაჯოზე იდგნენ. თავის მხრებზე ატარებდნენ ომების სიმძიმეს და შედეგებს, იბრძოდნენ, ოჯახების, ქვეყნისა და კულტურისთვის.
დღეს, საქართველო კვლავ მძიმე პოლიტიკურ საფრთხის წინაშეა და ბრძოლა გრძელდება. ქართველი ქალები, ბრძოლის წინა ხაზზე დგანან - გაბედულად, დაუღალავად, უშიშრად.
ბევრია პოლიტიკური პატიმარი, პრო-რუსული მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო.
გისოსებს მიღმა ისევ ისმის მათი გაუტეხელი ხმა.
მათი სიმტკიცე არ ქრება.
მათი სიმამაცე აგრძელებს არსებობას.
ეძღვნება ქალებს, რომლებიც იცავენ თავისუფლებას და სამართლიანობას თავიანთი გაუტეხელი ნებით და თავისუფლების სიყვარულით
ხელოვანის შესახებ:
ნინო ბოსიკაშვილი (1986) არის მულტიდისციპლინარული ხელოვანი რომელიც მუშაობს და ცხოვრობს მელბურნში, ავსტრალიაში.
მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (2003-2009). მისი ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ კერძო კოლექციებში. მისი შემოქმედება გამოიფინა სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებზე მსოფლიოს მასშტაბით (2003-2017).
ასევე ავსტრალიურმა გამოცემამ “Pictoria Volume 2” გამოსცა შერჩეული ხელოვანების წიგნი სადაც ნინო ბოსიკაშვილი დასახელდა წლის ერთ-ერთ წარმატებულ არტისტად.