English
BIIMO X TF42
DATE & TIME
16 September 2026 | 19:00

Street Gallery თეატრ სახელოსნო 42-ში, BIIMO-ს ხუთ ციფრულ სამყაროს წარმოადგენს.

გამოფენა ფიზიკურ სივრცეში იწყება. კედელზე განთავსებულ ციფრულ მონიტორებში წარმოდგენილ ხელოვნებას QR კოდი ახლავს. კოდის დასკანერებით დამთვალიერებელი მოგზაურობას აგრძელებს ტელეფონის ეკრანით და შედის ინტერაქტიულ გარემოში, რომელსაც BIIMO-ს მიერ შექმნილი ხმა და ფრაგმენტული ისტორიები ახლავს.

BIIMO-ს პრაქტიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკურ და ციფრულ სივრცეებს შორის ზღვარი. ეკრანი, ტელეფონი, პროექცია, AR ან ვებგარემო მის ხელოვნებაში არ წარმოადგენს საბოლოო დანიშნულების წერტილს. ისინი სხვადასხვა ტიპის ხიდებია, რომლებიც შეიძლება არსებობდეს გალერეაში, ქუჩაში ან ვირტუალურ გარემოში. ამგვარად, გამოფენა ციფრულ ხელოვნებას არა როგორც ეკრანზე მოთავსებულ გამოსახულებას, არამედ როგორც გამოცდილების სივრცეს წარმოადგენს. სივრცეს, რომელსაც საკუთარი ხმა, მასშტაბი და დრო აქვს.

Shopping Cart

Your cart is currently empty

Return to shop